რატომ?
არც საუკეთესო თხილამურები და სნოუბორდები ძლებენ მუდმივად. ყინული და ქვები კაწრავენ ქვედაპირს და აბლაგვებენ კანტებს. ამის გამო თხილამურების/სნოუბორდების სრიალი და მანევრირება მკვეთრად კლებულობს, გჭირდებათ გაცილებით მეტი ძალა და მატულობს ხიფათის ალბათობა. სწორედ ამიტომ მოდით ჩვენთან და ჩვენ მოვიყვანთ თქვენს თხილამურებს კვლავ წესრიგში ჩვენი სერვის-ტექნოლოგიებით.
როდის?
რა სიხშირით დასჭირდება თქვენს თხილამურს/სნოუბორდს სერვისი, დამოკიდებულია თოვლის პირობებზე, დასაშვები გზის მდგომარეობაზე და თქვენს შესაძლებლობებზე. ჩვენ გირჩევთ ჩაუტარდეს სერვისი თხილამურს/სნოუბორდს:
- ზამთრის პირველი დაშვების წინ;
- დაახლოებით ყოველი 6 დღის სრიალის შემდეგ;
- სეზონის ბოლოს დაზიანებული ქვედა პირი და კანტები სასწრაფოდ უნდა იყოს აღდგენილი.
რას ვაკეთებთ?
თხილამურის და სნოუბორდის სერვისის დროს აუცილებელი თანმიმდევრობა:
- დათვალიერება: ზედაპირი, ქვედაპირი და კანტები სუფთად იწმინდება ჭუჭყისაგან, შემდეგ ხდება დაზიანებებზე გასინჯვა და შეფასება;
- ქვედაპირის შეკეთება: ამ დროს ხდება ნაკაწრების და ხვრელების სპეც. მასალით ამოვსება;
- ქვედაპირის გაპრიალება: ამ დროს ხდება უწვრილესი ამონაჭდევების გაკეთება, რის გამოც ქვედაპირს შეუძლია არა მარტო მეტი პარაფინის მიღება, არამედ ეს წარმოქმნილი სტრუქტურა არის საუკეთესო მეთოდი წებვადობის და ხახუნის მოქმედების შემცირებისა ქვედა ფენასა და თოვლს შორის. თხილამური/სნოუბორდი სრიალებს უკეთესად და გადასვლა კანტიდან კანტზე ხდება ადვილად. ამის გარდა სხვადასხვა ტემპერატურები და თოვლის პირობები ითხოვენ სხვადასხვა სტრუქტურას – ჩვენ მივცემთ თქვენს თხილამურებს მას.
- კანტების ლესვა:ჩვენ გაგილესავთ კანტებს თქვენთვის სასურველი კუთხით თქვენი თხილამურზე/სნოუბორდზე დგომის ცოდნის მიხედვით.
- პარაფინი: სპეციალური “Holemkol”- ის პარაფინის წასმა იქნება სერვისის ბოლო ნაბიჯი. ცხელი პარაფინი უკეთებს ქვედაპირს იმპრეგნირებას, იცავს დაზიანებისაგან, აუმჯობესებს სრიალს და მანევრირებას.
ამის გარდა ჩვენთან შესაძლებელია სამაგრების მონტაჟიც.